„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი – მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება. პრეზენტაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკურ განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, 14.00 საათზე რუსთავში, Construction service-ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

დატოვე კომენტარი