„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა“, – აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი