ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „მეხდაკრულის“ გადაღებები დასრულდა
ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „მეხდაკრულის“ გადაღებები დასრულდა

ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „მეხდაკრულის“ გადაღებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

კინოსურათი ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი ქობალიამ გადაიღო.

ფილმი მარტოხელა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც მოულოდნელად სიკვდილის ფობია უჩნდება.

ავტორმა საკუთარ თავს გადახდენილი რამდენიმე ისტორია გააერთიანა და ერთ ამბად აქცია.

მეხდაკრული” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმში მთავარ როლებს მსახიობები რამაზ იოსელიანი და ნათია ფარჯანაძე ასრულებენ.