„ქართული მარშის“ წევრებს ოლეგ დანგაძესა და დევი ჩილიაშვილს ბრალი წარუდგინეს
„ქართული მარშის“ წევრებს ოლეგ დანგაძესა და დევი ჩილიაშვილს ბრალი წარუდგინეს

„ქართული მარშის“ წევრებს ოლეგ დანგაძესა და დევი ჩილიაშვილს ბრალი წარუდგინეს. მათ გამოძიება ბრალად დებს ხულიგნობას.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, „ქართული მარშის“ შვიდი წევრი დააკავეს. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც აქვთ შეფარდებული. რამდენიმე მათგანს ბრალად ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანებაც ედება.

„რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო.