„ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

11:55, 23.03.2018

„ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია სულ ხუთი პირი – გიორგი ონიანი, ლუკა ნაცვლიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი. ყველა მათგანს ჯგუფურად ხულიგნობა ედება ბრალად. ამასთან, ორ დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ძალადობა ბრალდება, ხოლო ერთს – სხვისი ნივთის დაზიანება.

„ქართული მარშის“ ხუთი წევრი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, 21 მარტს დააკავეს. „რუსთავი 2“-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

 

მსგავსი