„ქართული მარშის“ წარმომადგენლები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ - პოლიციის კორდონისკენ პიროტექნიკა ისროლეს [ვიდეო]

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები აქციას მართავენ. ისინი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი“.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციები ასევე იმართება ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.