ქართული მარში დიდგორობას, ბათუმში მსვლელობას გამართავს
ქართული მარში დიდგორობას, ბათუმში მსვლელობას გამართავს

ქართული მარში 12 აგვისტოს, დიდგორობის დღეს ბათუმში მსვლელობას გამართავს.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, მარშის წევრები ბათუმში 16:00 საათზე  ჯავახიშვილის ქუჩაზე შეიკრიბებიან და იქვე მდებარე ტაძარში პარაკლისს გადაიხდიან, ხოლო 18 საათზე ბათუმის მერიასთან, იმ ადგილას გადაინაცვლებენ, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაიდგას.

მორგოშიას თქმით, მიუხედავად გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგობისა, ბათუმში აღმაშენებლის ძეგლი აუცილებლად დაიდგმება და ამისთვის ბათუმის მერიის მხრიდან შესაბამისი ტენდერის გამოცხადებაცაა დაგეგმილი.

მორგოშიას განცხადებით, მსვლელობას ბათუმში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და ქალაქების მცხოვრებლებიც უერთდებიან

დატოვე კომენტარი