ქართული ლეგიონი - წიტაიშვილის „გრანადამ“ მოიგო, ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა „გრანადაში“, რომელმაც „ხიხონს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 24-ე ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მხოლოდ მატჩის ბოლოს (86 წუთზე) შეცვალეს და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7,0 ქულა მიიღო.
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში „პიზას“ ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 წუთზე მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, ქართველი მცველის გუნდი მაინც დამარცხდა 0:1 და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „გრანადა“ 37 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო „სალერნიტანა“ (21 ქულა) იტალიის სერია B-ში ბოლოდან მესამე (18) ადგილზეა.