ქართული ლეგიონი | ოთარ კიტეიშვილმა პენალტი გაიტანა, „შტურმმა“ „ლინცთან“ მოიგო #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | ოთარ კიტეიშვილმა პენალტი გაიტანა, „შტურმმა“ „ლინცთან“ მოიგო #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანმა“ „ტრნავა“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 1:1. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

შვეიცარიის სუპერლიგაში „ბაზელი“ შინ „იანგ ბოიზთან“ დამარცხდა – 1:2. გაბრიელ სიგუა მასპინძელთა განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია. ამ წაგებით „ბაზელი“ მეორე ადგილზე დაქვეითდა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში „ზალცბურგმა“ სანდრო ალთუნაშვილისვოლფსბერგერი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ისევე როგორც წინა ოთხ მატჩში.

ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა გრაცის „შტურმში“ და გუნდს „ლინცთან“ დაძაბული მატჩის მოგებაში დაეხმარა – 4:2. გრაცელების ქართველმა კაპიტანმა 86 წუთი ითამაშა და 50-ე წუთზე პენალტი გაიტანა, რაც მიმდინარე სეზონში მისი მე-9 გოლია (პლუს 3 საგოლე გადაცემა).