ქართული ლეგიონი ევროპაში - ლუკა ზარანდიას საგოლე, ბაჩო არაბულის გოლი
ქართული ლეგიონი ევროპაში - ლუკა ზარანდიას საგოლე, ბაჩო არაბულის გოლი

ბელგიის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – „ზულტე-ვარეგემმა“ „გენტს“ უმასპინძლა და ქულები გაიყო (1:1).

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო შემტევი ლუკა ზარანდია, რომელმაც მე-12 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გადაცემით ანგარიში იბრაიმ სეკმა გახსნა. ზარანდია 70-ე წუთზე შეცვალეს, შეხვედრა კი 2:2 დასრულდა.

გენტში“ ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია, გიორგი ქვილითაია კი განაცხადშიც არ იყო.

საბერძნეთის სუპერლიგაში კი ბაჩო არაბულმა გაიტანა. ქართველი თავდამსხმელი „პანიონიოსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და „ლამიასთან“ გასვლით შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. 90+2-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, ქართველმა თავდამსხმელმა ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა და „პანიონიოსს“ ქულა გადაურჩინა (1:1). არაბული ბერძნულ კლუბში ზაფხულში გადავიდა და ოთხი შეხვედრა ჩაატარა, გოლი კი პირველად გაიტანა.