კანონმდებლობით სტაჟირების ზოგადი ცნება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები დგინდება
კანონმდებლობით სტაჟირების ზოგადი ცნება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები დგინდება

ქართული კანონმდებლობის დონეზე სტაჟირების ზოგადი ცნება და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძვლები დგინდება.

შესაბამისი ცვლილებები – “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შედის, რომლის ავტორია ფრაქცია “ძლიერი საქართველოსთვის”.

ცვლილებებით დგინდება, რომ სტაჟირება შეიძლება იყოს ანაზღაურებადი, ვადიანი და სტაჟირების წესს კონკრეტული სახელმწიფო ორგანო ან დაწესებულება უნდა განსაზღვრავდეს, რომლის ფარგლებშიც ხდება ამგვარი საქმიანობის გაგრძელება.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურში სტაჟირების ვადა ერთ წელს არ უნდა აღემატებოდეს და ამ ვადის გასვლის შემდეგ, პირი უფლებამოსილია სტაჟირებისთვის კონკურსი იმავე და სხვა დაწესებულებაში ხელახლა გაიაროს.