ქართული ღვინის ექსპორტის რაოდენობამ 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა
ქართული ღვინის ექსპორტის რაოდენობამ 86 მლნ ბოთლს გადააჭარბა

2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 პროცენტს მიაღწია.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, 203 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20 პროცენტითაა გაზრდილი.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 37 პროცენტი (211 883), პოლონეთი – 31 პროცენტი (3 508 122),დიდი ბრიტანეთი – 33 პროცენტი (105 608) და აშშ – 2 პროცენტი (466 056); ევროპის მიმართულებით: შვეიცარია – 378 პროცენტი (25 350), დანია – 111 პროცენტი (17 834), რუმინეთი – 100 პროცენტი (99 774), ჩეხეთი – 81 პროცენტი (61 908), იტალია 69 პროცენტი (17 244), ბულგარეთი – 60 პროცენტი (26 790), ნიდერლანდები – 38 პროცენტი (82 641), გერმანია – 20 პროცენტი (483 791), ლიეტუვა – 17 პროცენტი (488 154),  საფრანგეთი – 14 პროცენტი (113 885), ლატვია – 14 პროცენტი (1 711 078), ესტონეთი – 11 პროცენტი (581 190) და ა.შ; ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: სამხრეთ კორეა – 275 პროცენტი (68 124), თურქმენეთი –  196 პროცენტი (197 694), ყირგიზეთი – 63 პროცენტი (218 550), აზერბაიჯანი – 40 პროცენტი (197 724), მონღოლეთი – 27 პროცენტი (214 398), უკრაინა – 26 პროცენტი (1 0687 835), რუსეთი – 12 პროცენტი (53 682 627), ყაზახეთი – 8 პროცენტი (3 599 143) და სხვა.

საქართველოდან ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი – 53 682 627 ბოთლი, უკრაინა – 10 687 835 ბოთლი,  ჩინეთი – 6 951 019 ბოთლი, ყაზახეთი – 3 599 143 ბოთლი, პოლონეთი – 3 508 122 ბოთლი, ლატვია – 1 711 078, ბელარუსი – 1 606 002, ესტონეთი – 581 190, ლიეტუვა – 488 154 და გერმანია 483 791 ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.