ქართული ფილმი „აღლუმი“ ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა
ქართული ფილმი „აღლუმი“ ტორონტოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

ქართული ფილმი „აღლუმი“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფილმის რეჟისორი ნინო ჟვანია ავრცელებს.

ფილმი ბავშვობის სამი მეგობრის ისტორიას გვიამბობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს – ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალი, ქუჩის მხატვარი და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობი. მათ მხოლოდ წარსულის მოგონებები აქვთ საერთო და ის, რომ ვერცერთი მათგანის ცხოვრება ვერ აეწყო. ისინი ბავშვური გატაცებით გადაეშვებიან თავიანთ უკანასკნელ თავგადასავალში, რომელიც მრავალ მოულოდნელ შეხვედრას, ტკივილს და სიხარულს უმზადებს.