ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მენეჯერი - შეხვედრაზე განვიხილეთ გამოწვევები, რომლის წინაშეც პანდემიის პერიოდში კლუბები დგანან #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მენეჯერი - შეხვედრაზე განვიხილეთ გამოწვევები, რომლის წინაშეც პანდემიის პერიოდში კლუბები დგანან #1TVSPORT

კლუბების და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.

სასტუმრო „შერატონში“ სფფ-ს, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კოვიდ 19-ის პანდემიისგან გამოწვეული რისკები შეაფასეს, ასევე განიხილეს მიმდინარე საფეხბურთო სეზონი და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.

მიხეილ ხუციშვილი, „სამტრედიას“ დირექტორი: „ჩემპიონატის განვითარებაზე სულ ვმსჯელობთ. აქამდე ონლაინ-შეხვედრები გქვონდა და კარგია, რომ ახლა უშუალოდ დავილაპარაკეთ“.

ბადრი მაჭავარიანი, „რუსთავის“ დირექტორი: „ყოველდღიურ საკითხებსა და გრძელვადიან პერსპექტივაზეც ვილაპარაკეთ. ეს კლუბების ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მაინც სტრატეგიულ დაგეგმარებას ვცდილობთ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ თავისი კანონები დაგვიწესა, მაინც ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფეხბურთის ის დონე, რაც ამ პერიოდამდე იყო. ამავე დროს, გვსურს, რომ პრობლემებს ერთობლივად ავუქციოთ გვერდი“.

დავით ლაშხი, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მენეჯერი: „შეხვედრაზე განხილული იყო ის გამოწვევები, რომლის წინაშეც პანდემიის პერიოდში კლუბები დგანან. განვიხილეთ მიმდინარე აქტუალური საკითხები. ასევე ვიმსჯელეთ სამომავლოდ კლუბების მდგრადობაზე და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე“.