ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიისა და მათემატიკის გამოცდების შედეგები დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება
ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიისა და მათემატიკის გამოცდების შედეგები დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიისა და მათემატიკის გამოცდების შედეგები დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება.

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნით შეუძლიათ.

აბიტურიენტმა შედეგის გასაგებად ნომერზე 93333 საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.