„ქართული ენის კვირეულის“ ფარგლებში, თსუ-ში გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
„ქართული ენის კვირეულის“ ფარგლებში, თსუ-ში გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

„ქართული ენის კვირეულის“ ფარგლებში, თსუ-ში გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

უნივერსიტეტის ფოიეში მოწყობილ გამოფენაზე ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დედა ენისთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისთვის შექმნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, პირველნაბეჭდი დედა ენა, ასევე ქართული ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა, ქართულ-იტალიური ლექსიკონი და სხვა მნიშვნელოვანი გამოცემები წარმოადგინა.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.

მემორანდუმის მიზანი ქართული და ქართველური ენების კვლევის, დაცვისა და შესწავლის კუთხით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაა.

„ქართული ენის კვირეულის ფარგლებში“ უნივერსიტეტში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი.