„ქართული დასი“ საკანონმდებლო წინადადებით გამოდის, სახელმწიფო ღალატის თაობაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ 307-ე მუხლი დაბრუნდეს
„ქართული დასი“ საკანონმდებლო წინადადებით გამოდის, სახელმწიფო ღალატის თაობაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ 307-ე მუხლი დაბრუნდეს

„ქართული დასი“ საკანონმდებლო წინადადებით გამოდის, სახელმწიფო ღალატის თაობაზე „სისხლის სამართლის კოდექსში“ 307-ე მუხლი დაბრუნდეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, პარტიამ შესაბამისი ინიციატივა პარლამენტს წარუდგინა.

ბაღათურიას თქმით, 2007 წელს, წინა ხელისუფლების თანამდებობის პირებმა კოდექსიდან 307-ე მუხლი ამოიღეს სახელმწიფო ღალატის შესახებ.

„ამ მუხლის ინიციატორებმა არაერთხელ ჩაიდინეს სახელმწიფო ღალატი და ამას აგრძელებენ დღესაც. დღეს ყოფილი თანამდებობის პირები ღიად გამოდიან და ცდილობენ, იმ დოკუმენტის ყალბად გამოცხადებას, რომელი დოკუმენტითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია. ეს არის სამშობლოს ღალატი, თუმცა ასეთი მუხლი კოდექსში დღეს არ გვაქვს. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ პირებმა კოდექსიდან მუხლი შეგნებულად ამოიღეს, რომ მათ არ მისადაგებოდათ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

დატოვე კომენტარი