„ქართული დასი“ იუსტიციის სახლთან აქციას მართავს
„ქართული დასი“ იუსტიციის სახლთან აქციას მართავს

„ქართული დასი“ იუსტიციის სახლთან აქციას მართავს. ჯონდი ბაღათურიას თქმით, ცნობილია იმ მოსამართლეების ვინაობა, ვინც ქართულ მიწას უცხოელებზე ყიდის.

ბაღათურიას განცხადებით, ისინი საზოგადოებისთვის საინფორმაციო მასალებს დაბეჭდავენ.

ჯონდი ბაღათურია ე.წ კორუფციული რვაფეხას სისტემის ამოქმედებას გეგმავს. მისივე განცხადებით, პარტია კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნებისა და მოსამართლეების გამოვლენას გეგმავს.

„ექვსმა მოსამართლემ ქართული მიწის გაყიდვას მხარი დაუჭირა. ამაში დიდი ფულია აღებული. ჩვენ ვაპირებთ, მათი პლაკატები გამოვაკრათ ქალაქში, რადგან ყველამ იცოდეს მათი ვინაობა. დედაბუდიანად მიწიდან ამოვიღებთ ყველა კორუმპირებულ მოსამართლესა და მაღალჩინოსანს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.