ქართული დაპირისპირება იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში
ქართული დაპირისპირება იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში

იტალიის ჩემპიონატის მე-7-ე ტურში, ერთმანეთს მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯინა“ და დუდა სანაძის „პისტოია“ დაუპირისპირდნენ. რეჯიო კალაბრიაში გამართული თამაში, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 90-42 დასრულდა.

მარკოიშვილი და სანაძე, თავიანთ გუნდებში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ შეხვედრაში. რეჯიო ემილიელების ქართველმა უკანახაზელმა, 28 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ ხნის განმავლობაში, გუნდს 9 ქულა შესძინა. რაც შეეხება სანაძეს, დუდამ 20 წუთში, მხოლოდ 2 ქულის მოგროვება შესძლო. აღსანიშნავია, მიმდინარე სეზონში, ეს „რიჯინას“ პირველი გამარჯვება გამოდგა. მასიმილიანო მენეტის გუნდი, ამ ეტაპზე კვლავ აუთსაიდერთა შორის იმყოფება. „ფლექსს პისტოია“ კი მე-11-ე ადგილზეა.