„ქართული ბრენდის დღე 2017“-ზე პირველ არხს ორი პრიზი ერგო
„ქართული ბრენდის დღე 2017“-ზე პირველ არხს ორი პრიზი ერგო

„ქართული ბრენდის დღე 2017“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე “პირადი ექიმის” წამყვან მარი მალაზონიას გადაეცა დიპლომი მედიცინის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.

ამასთანავე, ისტორიული რადიო ბრენდი პირველი არხის რადიოს გადაცემა „პიკის საათი“ გახდა.

„ქართული ბრენდის დღე 2017“ მეთხუთმეტედ ჩატარდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების პოპულარიზაციას. წლევანდელ ცერემონიაზე 40-ზე მეტი კომპანია, რამდენიმე პროექტი და გამორჩეული პიროვნება იყო წარმოდგენილი. წლის „ბრენდ პერსონა“ თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი გახდა.