ქართული ავიაკომპანია OneClick Airways-ი თელ ავივის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს
ქართულმა ავიაკომპანიამ, OneClick Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო.
ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოსა და ისრაელის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში ორჯერ განახორციელებს.
„თელ ავივი-თბილისის ფრენები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება, თბილისი-თელ ავივის ფრენები კი ყოველ ორშაბათსა და პარასკევს. ავიაკომპანია OneClick Airways-მა ისრაელის დედაქალაქიდან თბილისში Boeing 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდით პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის“ ორგანიზებით, პირველი რეისის მოფრენასთან დაკავშირებით სიმბოლური ღონისძიება გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.