ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დადიანების სასახლის ეზოში ღონისძიება გაიმართა
ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დადიანების სასახლის ეზოში ღონისძიება გაიმართა

ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიებაზე კონსტანტინე გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“.

როგორც პირველი პრეზიდენტის შვილმა განაცხადა, ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა და ლექცია შეეხებოდა მოძრაობას, რომელიც მასობრივ ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობას წინ უძღოდა, ეს იყო უფლებადამცველური მოძრაობა საქართველოში, რომელიც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელს უკავშირდებოდა.

ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე ადვოკატები ესწრებოდნენ.