ქართულ All Star-ში ლეგიონერებმა გაიმარჯვეს 
ქართულ All Star-ში ლეგიონერებმა გაიმარჯვეს 

ქუთაისის სპორტის სასახლეში კალათბურთში „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართა – ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები შეხვდნენ და ლეგიონერებმა მოიგეს 169:158.

„ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სათადარიგო მოთამაშეები კი მწვრთნელებმა დაასახელეს.

მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართა კონკურსი სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. სამქულიანების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის ორი წრის შემდეგ სამქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეებმა – გამარჯვებული ჩატენვების კონკურსის ფინალში „სოხუმის“ მოთამაშეს ბიშოპ დენიელსი „რუსთავის“ კალათბურთელს ტაირელ ნელსონს დაუპირისპირდა და გამარჯვებულის ტიტიული მოიპოვა.

სამქულიანების კონკურსის ფინალში რუსთაველი რევაზ ჩაჩანიძე ქუთაისელ გიორგი ბარბაქაძეს დაუპირისპირდა და 17:15 სძლია.