„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს არ გაიმართება

12:13, 10.12.2020

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს არ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრები საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მონაწილეობით იმართება.

მსგავსი