„ქართულ ოცნებას“ იანვარში შემოწირულობა არ მიუღია
„ქართულ ოცნებას“ იანვარში შემოწირულობა არ მიუღია

პარტია „ქართულ ოცნებას“ იანვარის თვეში შემოწირულობა არ მიუღია. მონაცემები აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ექვსი პარტიის მიერ იანვარში მიღებული შემოწირულობების უმეტესობა კი არაფულადია.
ლიდერია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 23 740 ლარი. მათ შორის 7 040 ლარის არაფულადი შემოწირულობა გიგა ბოკერიასგან ფიქსირდება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 098 ლარი მიიღო, „ახალმა მემარჯვენეებმა“ 4 400 ათასი ლარი, „გირჩმა“ 1250 ლარი, „ეროვნულმა ფორუმმა“ 700 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 404 ლარი.

ექვსი პარტიის ჯამურმა მხარდაჭერამ 49 592 ლარი შეადგინა, აქედან ფულადი მხოლოდ 2452.5 ლარია.