ქართულ-გერმანული დღეების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
ქართულ-გერმანული დღეების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართულ-გერმანული დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 14 ივნისს, 02:00 საათიდან თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„რუსთაველის გამზირიდან ავტომანქანების ნაკადი ვერ იმოძრავებს პირველი რესპუბლიკის გავლით ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების მიმართულებით. მძღოლებს რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობა მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიის გავლით შეეძლებათ. ელბაქიძის აღმართიდან ამომსვლელი ავტომობილების ნაკადი ფილარმონიასთან წრიულის გავლით შეძლებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეზღუდვები 16 ივნისს, 12:00 საათიდან მოიხსნება და ავტომანქანების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“,- აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.