ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო.

​შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე რუსთავის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს აკვირდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდები 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.