ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა, Air Italy და SAS შემოვიდნენ
ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა, Air Italy და SAS შემოვიდნენ

ქართულ ავიაბაზარზე შესაძლოა, Air Italy და SAS შემოვიდნენ. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი ავიაკომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

„საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, „ტავ ჯორჯიასა“ და „ტავ ჰოლდინგის“ მარკეტინგის გუნდი აქტიურად აწარმოებს ერთობლივ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან. თბილისი, როგორც ახალი მიმართულება უკვე შეთავაზებულ იქნა რამდენიმე ევროპული ავიაკომპანიისთვის. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული ავიაკომპანია, Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) დაინტერესდნენ“, – აცხადებენ კომპანიაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართულ ბაზარზე სავარაუდოდ თურქული AtlasGlobal დაბრუნდება, რომელიც ფრენებს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს.