ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული აბრეშუმი დღეიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული აბრეშუმი“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა უკვე დაევალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს.

ნიკოლოზ ანთიძის გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.