ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში 7 123 340 კილოვატ საათი გამოიმუშავა
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში 7 123 340 კილოვატ საათი გამოიმუშავა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის იანვარში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო ენერგიამ 7 123 340 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 723 000 კილოვატ საათით აღემატება იანვრის თვის საპროგნოზო გამომუშავებას. ინფორმაციას  „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ავრცელებს.

ქართლის ქარის ელექტროსადგურის ჩართვის დღიდან გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია შეადგენს 103 923 000 კილოვატ საათს.