ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წლის თებერვალში 6 220 760 კილოვატ საათი გამოიმუშავა
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წლის თებერვალში 6 220 760 კილოვატ საათი გამოიმუშავა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტროენერგიამ 6 220 760 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 412 ათასი კილოვატ საათით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.

სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.

ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტრო ენერგია 110 143 760 კილოვატ საათს შეადგენს.