ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე 13 ათასი სახლი დააზიანა
ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე 13 ათასი სახლი დააზიანა

ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე 13 ათასი სახლი დააზიანა, მათგან ასობით სახლი თითქმის მთლიანადაა განადგურებული.

ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლესი მეხუთე კატეგორიის სტიქიაა, რომელიც ამჟამად ბაჰამის კუნძულებზეა. ამჟამად ის დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატებში.

ქარიშხალს მსხვერპლიც მოჰყვა. უკვე დადასტურდა , რომ დაღუპულია 8 წლის ბიჭი.