ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლეს მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა
ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლეს მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა

ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლეს მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „კატასტროფული ქარიშხალი ახლა აბაკოს კუნძულებს უახლოვდება“.

შეგახსენებთ, ქარიშხალ „დორიანის“ მიახლოების გამო, ბაჰამის კუნძულებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, ჯორჯიისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში.