ქარიშხალ „უმპერტოს“ გამო ბერმუდის კუნძულებზე ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ქარიშხალ „უმპერტოს“ გამო ბერმუდის კუნძულებზე ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. 27 000 აბონენტს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება. ქარიშხალ „უმპერტოს“ მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 56 მ/წმ-ს აღწევს.
ბერმუდის კუნძულების გარდა სტიქია ფლორიდას და ჩრდილოეთ კაროლინასაც ემუქრება.