ქარიშხალ „მაიკლს“ ფლორიდაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქარიშხალ „მაიკლს“ ფლორიდაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „მაიკლს“ ფლორიდაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ძლიერი ქარის მიერ მოგლეჯილი ხე მამაკაცს დაეცა.

მეტეოროლოგების ცნობით, მაშინ როდესაც სტიქიამ ფლორიდის სანაპიროს მიაღწია, ქარიშხალი მესამე კატეგორიამდე შესუსტდა. ამჟამად სტიქია ალაბამასა და ჯორჯიის შტატისკენ მიემართება, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. სამივე შტატის ტერიტორიაზე მცხოვრებ 500 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ფლორიდის სანაპირო დატბორილია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გზები. მეტეოროლოგების ინფორმაციით, წვიმამ შესაძლოა, წყალდიდობები გამოიწვიოს. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 200 კმ/სთ-ს აღწევს. ფლორიდაში მაშველების გარდა იმყოფება 3500-ი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარება დაზარალებულებს.