ქარიშხალ „დორიანის“ გამო ბაჰამის კუნძულებზე მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა
ქარიშხალ „დორიანის“ გამო ბაჰამის კუნძულებზე მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 7 წლის ბიჭი მაშინ დაიხრჩო, როდესაც მისი ოჯახი სტიქიისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ეს „დორიანის“ პირველი მსხვერპლია აბაკოს კუნძულებზე. მედიის ცნობით, დაღუპული ბიჭის და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ქარიშხალი „დორიანი“ უმაღლესი მეხუთე კატეგორიის სტიქიაა, რომელიც ამჟამად ბაჰამის კუნძულებზეა. ამჟამად ის დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ფლორიდის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატებში.