ქარელში რკინიგზის გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა შემოსავლელ​ გზაზე გადაერთვება
ქარელში რკინიგზის გადასასვლელზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა შემოსავლელ​ გზაზე გადაერთვება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბრის 09:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე, ქარელში, სადგურ ქარელში დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

„საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.