ქარელში ორი წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს
ქარელში ორი წლის ბავშვი გარდაცვლილი ნახეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანს ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.