ქარელში კიდევ ერთი „ცხელების ცენტრი“ ამოქმედდა
ქარელში კიდევ ერთი „ცხელების ცენტრი“ ამოქმედდა

ქარელში ახალი „ცხელების ცენტრი “ ამოქმედდა.

ქარელის საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ცხელების ზონა ერთდროულად 35 პაციენტის მიღებას და მართვას შეძლებს.

ამჟამად რეგიონში ხუთი ასეთი ზონაა მოწყობილი.

ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არც ერთ მათგანში არაა მოთავსებული.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. ცხელების ცენტრების რესურსი ამჟამად  საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა გართულებების გარეშე მიმიდნარეობს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ქარელში ამოქმედებული  „ცხელების ცენტრი“ მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონი სრულადაა მობილიზებული. ქარელში ამოქმედდა ე.წ. ცხელების კიდევ ერთი ცენტრი. რეგიონში, ჯამში, ხუთი ასეთი ზონაა. თითოეული ცენტრი ყველა საჭირო საშუალებით არის უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა რწმუნებულმა.