ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი
ქარელში, დევნილების კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ერთი ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული და ის კლინიკაში გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს.

შენობაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, შუშები ჩაიმსხვრა. დევნილები კორპუსიდან უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული.