ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ქარელში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე მყოფ ორ მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დატოვე კომენტარი