ქარელში 35 წლის მშობიარე გარდაიცვალა
ქარელში 35 წლის მშობიარე გარდაიცვალა

ქარელის სამშობიარო სახლ „უნივერსში” მშობიარე, ოთხი შვილის დედა გარდაიცვალა.

35 წლის ლალი ცხვედაძე  ქარელის რაიონიდან იყო. დაგეგმილი საკეისრო კვეთის დროს დედაც და შვილიც დაიღუპანენ. ეს ქალის მეექვსე მშობიარობა იყო.

გარდაცვლილი გორში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ოჯახის წევრები ექიმების ბრალეულობაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ მშობიარე ანესთეზიის შემდეგ, დაგეგმილი საკეისრო კვეთის დაწყებამდე გარდაიცვალა.