ქარელის სოფელ შაქშაქეთში ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

13:00, 13.11.2018

ქარელის სოფელ შაქშაქეთში ორსართულიანი სახლის სახურავი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ქრობისას 50 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, დამწვარია 120 მ² ფართობი.

ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

მსგავსი