ქარელის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა

18:09, 06.12.2019

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

შსს-ის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. ის მოკლულის ახლობელია.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი