ქარელის მუნიციპალიტეტში ხანძარია

18:20, 24.03.2020

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია. ცეცხლი აბუხალოს მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფია მობილიზებული.

მსგავსი