ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა, არიან დაშავებულები
ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ცენტრალური ავტომაგისტრალის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.