ქარბუქისა და ნამქერების გამო, ფარავანის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქარბუქისა და ნამქერების გამო, ფარავანის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი–-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ქარბუქისა და ნამქერების გამო დაწესდა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.