ქალთა საფეხბურთო ნაკრებს კაპიტანი დაუბრუნდა – ლევან ბაჯელიძის გუნდმა დანიისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 8 ოქტომბერს თბილისში დანიის წინააღმდეგ გამართავს.
გუნდმა მატჩისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძემ საქართველოს ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი
მცველები: ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), ნინო სუთიძე, ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (გორია იუნაიტედი)
ნახევარმცველები: ხატია ჭყონია, თეონა თოდაძე, მარიამ დანელია, ირინა ხაბურზანია (ყველა – ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე, ნათია დანელია (ორივე – ნიკე, თბილისი) თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), ნინო პასიკაშვილი
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირის, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)
აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი, ტატა მატვეევა დაუბრუნდა, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს. საქართველოსა და დანიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 8 ოქტომბერს 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.