ქალთა საფეხბურთო ლიგაში სეზონი გაიხსნა
ქალთა საფეხბურთო ლიგაში სეზონი გაიხსნა

დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მესამე გათამაშება დაიწყო.

2018 წლის სეზონში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს და ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება.

გახსნით შეხვედრას ბათუმმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი „დინამო“ გასული ორი გათამაშების ჩემპიონს, ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა. 2018 წლის სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია კი ხობში გაიმართა.

ადგილობრივი ქალთა საფეხბურთო კლუბმა „კოლხეთმა“, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს, „ხაშურს“ უმასპინძლა და 2:0 დაამრაცხა.

დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
„ლანჩხუთი“ – თბილისის „თბილისი“ 2:0
„ნორჩი დინამო“ – „გორი იუნაიტედი“ 6:0
„ნიკე“ –„ჩხოროწყუ“ 3:0