ქალთა საფეხბურთო ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშება დაიწყო. პირველ შეხვედრას ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძე არენამ“ უმასპინძლა – ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და 2:0 მოიგო. 2021 წლის სეზონის პირველი გოლი, მე-12 წუთზე, გასული სეზონის ბომბარდირმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა. 31-ე წუთზე კი პენალტით სტუმართა კარი მეორედ თეონა თოდაძემ აიღო.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „ნიკემაც“ სატურნირო ცხრილში პირველი სამი ქულა ჩაიწერა – გია კვარაცხელიას გაწვრთნილებმა „გორი იუნაიტედი“ 4:0 დაამარცხეს. სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე ტატიანა მატვეევამ გახსნა. ცხრაწუთიან მონაკვეთში, ანა პოღოსიანმა (63), ლელა ჭიჭინაძემ (66) და ნათია სხირტლაძემ (72)„ნიკეს“ ფეხბურთელებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.
კიდევ ერთი მატჩი ქუთაისში გაიმართა, „მართვე“ „ბათუმს“ დაუზავდა – 0:0. ქალთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ გაიმართება. თბილისის „კვარტალი“, ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.